სასწავლო პროექტი



„ო გოდოლბურჯო, ჩამოშლილო, ჩამონგრეულო...“
                                                                     
პროექტის მთავარი იდეა/თემა: სოფლის ეკლესიის ნანგრევი როგორც ქართული კულტურის ნაწილი.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს ეცოდინებათ აქვე თავის გვერდით აწ უკვე ნანგრევებად ქცეული ეკლესიის ისტორია.

პროექტის მიზნები: მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ჯგუფური მუშაობის, ინფორმაციის  მოპოვებისა და ორგანიზების უნარი.

მონაწილეთა ასაკი: 15 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 4 დღე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს შეეძლებათ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე შექმნან კედლის გაზეთი, გააკეთონ ელექტრონული პრეზენტაცია.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: რვეული, საწერკალამი. ტექნიკური რესურსი: ფოტოაპარატი, კომპიუტერი, ინტერნეტი.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
დღე 1. აქტივობა 1.
ძეგლის დათვალიერება, გარეგნული დათვალიერებით აღმოჩენილი წარწერების, ბარელიეფების ჩანიშვნა, ძეგლის დასურათება.
დღე 2. აქტივობა 2.
ძეგლის გარშემო ინფორმაციის მოძიება: მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად:  I ჯგუფი: სოფლის უხუცესებთან საუბარი, რა იციან მათ აღნიშნული ძეგლის შესახებ, ზეპირსიტყვიერებაში დაცული ინფორმაციების შეკრება. II ჯგუფი: საუბარი საეკლესიო პირებთან, ეპარქიის ვებ–გვერდზე ინფორმაციის მოძიება. III ჯგუფი: რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან საჭირო მასალების ამოღება.
აქტივობა 3. ძეგლის აგების თარიღის მოძიების შემდეგ მოსწავლეები ეცნობიან იმ პერიოდის ქართული კულტურის მიღწევებს.
დღე 3. აქტივობა 4. მოძიებული მასალების წარდგენა პროექტის ხელმძღვანელთან. მათი გაცნობა, წყაროების შეჯერება–დალაგება, პროექტის გამთლიანება.
დღე 4. აქტივობა 5. პროექტის ელექტრონული პრეზენტაცია, თანდართული მინი ლექციით.

საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  

ისტ.IX.7. მოსწავლეს შეუძლია   მსჯელობა ქართულ კულტურ სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და  განვითარების შესახებ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • წერილობით აღწერს და ახასიათებს მის საცხოვრის დასახლებულ პუნქტში (ქალაქში, სოფელში, რაიონში) მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს (მაგ.: თბილისელი მოსწავლე ახასიათებს ანჩისხატის ტაძარს ან ნარიყალას ციხეს, გორელი მოსწავლე ახასიათებს უფლისციხეს ან გორის ციხეს, ქუთაისელი მოსწავლე ახასიათებს ბაგრატის ტაძარს. . . .)

პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ნათელა ლომინაძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: natialominadze@gmail.com

No comments:

Post a Comment